Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პალერმოს საერთაშორისო სიმპოზიუმში თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლები მოხსენებით გამოვიდნენ


2024 წლის 11-12 იანვარს პალერმოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე (პალერმო, იტალია) გაიმართა ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის მე-8 საერთშორისო სიმპოზიუმი „დიდი გადატვირთვა - შესაძლებლობა თუ საფრთხე?“(“GREAT RESET – Opportunity or Threat?” http://bslab-symposium.net/Palermo-2024/BSLAB-Symposium-Palermo-2024.htm). 
აღნიშნულ სიმპოზიუმში მონაწილოება მიიღო თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამმა აკადემიურმა პერსონალმა, ოთხი მოხსენებით, კერძოდ:
1.    ასოც. პროფ.ინეზა გაგნიძე - სიმპოზიუმის ერთ-ერთი სექციის „მეოთხე და მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციები - გამოწვევები ახალი რეალობისთვის“ (Industry 4.0 and Industry 5.0 – Challenges for New Normal http://bslab-symposium.net/Palermo-2024/BSLAB-Palermo-2024-Industry4.htm) ხელმძღვანელი. მოხსენების სათაური იყო „შრომის ბაზრის გამოწვევები და განათლების როლი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში“ (Labour market challenges and the role of Education during Industry 4.0);
2.    ასოც. პროფ. ირინა გოგორიშვილი - სასტენდო მოხსენება „მწვანე წყალბადის წარმოების შესაძლებლობები და მათი განვითარების პოლიტიკა საქართველოში“ (Opportunities for green hydrogen productionand policy for their development in Georgia);
3.    ასოც. პროფ. რუსუდან სეთურიძე - მოხსენება 1: „ეკონომიკური ზრდის გაძლიერება ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით: ფოკუსირება ელექტრონულ საგადასახადო სერვისებზე“ (Enhancing Economic Growth through Digital Technologies: A Focus on Electronic Tax Services) (თანაავტორები: ასოც. პროფ. მარინა ჩავლეიშვილი, ასოც. პროფ.  ვასილ კიკუტაძე).
მოხსენება 2: „მწვანე ეკონომიკის სწავლების ტენდენციები თანამედროვე ინფორმაცი¬ული ტექნოლოგიების გამოყენებით უმაღლეს სასწავლებლებში“ (Trends in teaching green economy using modern information technologies in higher education institutions) (თანაავტორები: ასოც. პროფ. ნინო თოფურია, მაგისტრი ქეთინო ბოხაშვილი);
სიმპოზიუმში ზემოაღნიშნული აკადემიური პერსონალის მონაწილეობა წარმატებით შედგა. სამივე მათგანი არის ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის სამეცნიერო საბჭოს წევრი (http://www.bslaboratory.net/WEB/Scientific%20Board.htm). ოთხივე მოხსენება მიწვეული იქნება სიმპოზიუმთან ასოცირებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყ¬ნებლად. სიმპოზიუმის მონაწილეები მიიწვიეს სხვა სამეცნიერო კონფერენციებზე, რომლებიც დაგეგმილია ჩატარდეს 2014 წელს. სიმპოზიუმის განმავლობაში შედგა საინტერესო შეხვედრები და დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობა უცხოელ კოლეგებთან ერთად.